გმადლობთ, რომ დაინტერესდით ელექტრონული სასწავლო კურსით „დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში“.
კურსი მიზნად ისახავს შრომით ურთიერთობებში თანასწორობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობის გააზრებასა და დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლებრივი სტანდარტების გაცნობას. კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ როგორც საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე დისკრიმინაციისგან დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენციას, იდენტიფიცირებასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას უზრუნველყოფენ.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის საინტერესო იქნება შემოთავაზებული მოდულები!
ელექტრონული კურსი „დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში“ მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ.
ეს კურსი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სახალხო დამცველის აპარატი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.